“უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ” – ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა

"უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ" - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვანოვაკ ჯოკოვიჩი დეპორტირებული იქნა ავსტრალიიდან მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი წააგო.

ჯოკოვიჩმა თქვა, რომ ის “უკიდურესად იმედგაცრუებულია”.

ის მელბურნის აეროპორტიდან გაფრინდა.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ჩოგბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღია ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.

იპნ