“ვანო კუთარაშვილი ტირის, ისე განიცდის ძმის მკვლელობას” – გორში მკვლელობის ახალი დეტალები

"ვანო კუთარაშვილი ტირის, ისე განიცდის ძმის მკვლელობას" - გორში მკვლელობის ახალი დეტალებიძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კამათი მოხდა, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტში, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული.

,,ძმის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის განადგურებული, როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პატიმრობაში თუ პატიმრობის გარეშე. დამერწმუნეთ, მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა. მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, არის აბსოლუტურად აბსურდული. მომხდარის შემდეგ თავად აქცევდა ძმას ყურადღებას, გამოიძახეს სასწრაფო. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა.

იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. პროკურატურის მოტივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ეს არ არის სწორი. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.

შემთხვევა სოფელ ახალსოფელში, 1 იანვარს მოხდა. ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

იპნ