ვიკა ბუკია – “საზარელი ხმა. ხმა განწირული ბიჭისა…”

ვიკა ბუკია - "საზარელი ხმა. ხმა განწირული ბიჭისა..."ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“დღესაც შევახსენე მაყურებელს და განვმეორდები, რომ იმ ვიდეოს, რომელსაც ვუყურებთ აქვს არამხოლოდ გამოსახულება. არამედ საზარელი ხმა. ხმა განწირული ბიჭისა, რომელიც სავარაუდოდ ვერც ხვდება რატომ უსწორდებიან ასე სასტიკად.
ეს ხმა არის ყურში სულ.
და მეშინია ვაი თუ ეს ხმა ისმის ხოლმე და ჩვენ უბრალოდ არ გვესმის. ისმის და ჩვენამდე არ მოდის.
და როცა გვესმის რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი?”