„20-მდე მთვრალი კაცი უმიზეზოდ გვირტყამდა” – სისხლიანი გარჩევა გარდაბანში

„20-მდე მთვრალი კაცი უმიზეზოდ გვირტყამდა" - სისხლიანი გარჩევა გარდაბანშისისხლიანი გარჩევა ქორწილში – გარდაბანში მამედოვების ოჯახი ამტკიცებს, რომ პატარძლის ნათესავები სასტიკად გაუსწორდნენ.

მათი თქმით,  ჩხუბის დროს  ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ. “პირველების” ინფორმაციით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები ამ წუთებშიც მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მისი ახლობლების მტკიცებით, არმატურებით ცემის შემდეგ, მას პატარძლის ნათესავებმა მანქანაც კი დააჯახეს.

სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირი პოლიციას იდენთიფიცირებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ქორწილში ვიყავით. ვცეკვავდით და პატარძალს ფული მივაწოდეთ ხელში ასეთი ასეთი წესია. ამის მერე წამოვედით უკვე სახლისკენ. ასე უცებ უმიზეზოდ მე, ჩემ მეუღლეს და ბიძაჩემს გამოგვეკიდნენ ბიჭის ნათესავები.

20 კაცამდე მთვრალი კაცი  უაზროდ გვირტყამდა, მათ შორის მეც და ჩემ 3 წლის შვილს. ისე დაარტყეს პატარა ბავშვს დღემდე ვერ ჯდება ისეთი დაზიანებები აქვს. სასტიკად სცემეს ჩემი მეუღლე. 20 კაცი ურტყამდა, მას შემდეგ რაც ბიძაჩემი გადაეფარა და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს”- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
დაშავებულთა ახლობლების თქმით, პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს. “პირველებს” ერთ-ერთი დაშავებულის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს გარდაბნის პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რატომ გაახმოვანეს ქორწილში მომხდარი ფაქტის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეზე, ჯერჯერობით, არავინაა დაკავებული.