ანზორ ჩუბინიძე „პიჯაკების საქმეზე“ ჩვენებას არ აძლევს

 ანზორ ჩუბინიძე „პიჯაკების საქმეზე“ ჩვენებას არ აძლევსპიჯაკების საქმე – სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ  სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ჩუბინიძემ ისარგებლა საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით და განმარტა, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც დღეს ის იტყვის, შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს დაცვის მხარემ, რის გამოც უარს ამბობს ჩვენებაზე.

ამასთან, ჩუბინიძემ განმარტა, რომ ის სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, შესაბამისად არ აქვს ბრალდების საქმესთან კავშირი და გაუგებარია რატომ გამოიძახა საერთოდ სასამართლოზე დაცვის მხარემ.

ამ არგუმენტის პასუხად კი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მას განუმარტა, რომ ამ საქმესთან მისი შემხებლობა პროკურატურამ ჯერ კიდევ მაშინ დაადასტურა, როდესაც სდსს-დან საქმის მასალები ამოიო და ეს სწორედ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროს მოხდა.