„არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რამდენიც მე“ – ნინო ნადირაძე

„არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რამდენიც მე“ - ნინო ნადირაძე ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასდროს მიკეთებია რამე მადლობისთვის და საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყო. არასდროს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მით უმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე“.