აზერბაიჯანი გელათის ტაძრიდან განჯის კარის გატანას გეგმავს

აზერბაიჯანი გელათის ტაძრიდან განჯის კარის გატანას გეგმავსფარული მოლაპარაკება საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადების შემდეგ გამჟღავნდა.

ანარ ქარიმოვის გზავნილიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანული მხარე, გელათის ტაძრიდან, ისტორიული ძეგლის – განჯის კარის გატანას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, რომელიც დავით აღმაშენებლის მემკვიდრის, დემეტრე პირველის სახელს უკავშირდება, უკვე 9 საუკუნეზე მეტია, ქართველ ხალხს ეკუთვნის და ის გელათის კარიბჭეშია ჩაშენებული.

რას აპირებს ქართული მხარე, ჯერ უცნობია. ისტორიკოსები ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება, ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ისტორიული დანაშაული იქნება.