ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდადოჰას ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ფრანგ არტურ რინდერკნეშს (61) დაუპირისპირდა და მარტივად 6:4 6:2 დაამარცხა, რის შემდეგაც ATP თასის ეგიდით კარიერაში მე-9 ფინალს ჩაატარებს.

მატჩის სტარტი ჩვენთვის წარმატებული გამოვიდა, ნიკამ მე-5 გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო და მიღებული უპირატესობაც აღარ გაანიავა. “ბასილა” თავის სტილში აგრესიული მძიმე დარტყმებით მოქმედებდა და მეტოქეზე გაცილებით უკეთაც გამოიყურებოდა.

მეორე სეტი ჩვენთვის კიდევ უფრო კარგად დაიწყო, საქართველოს პირველმა ნომერმა ფრანგი ვიზავის ჩაწოდება პირველსა და მესამე გეიმში მოიგო და არამარტო ანგარიშში, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა.

ამრიგად, დოჰას 250 ქულიანი ტურნირის ტიტულის დასაცავად ნიკამ ფინალში გასვლა მოახერხა, მისი მეტოქე კარენ ხაჩანოვსა (27) და რობერტო ბაუტისტა აგუტს (16) შორის გაირკვევა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა სწორედ ბაუტასტას აჯობა 2021 წლის გათამაშებაში.

სპორტალი