ბასილაშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება? – ჩოგბურთელის სპონსორი გამოკითხვაზეა

ბასილაშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება? - ჩოგბურთელის  სპონსორი გამოკითხვაზეაგაყიდული თამაშების საქმეზე ლონდონიდან  ჩოგბურთის ფედერაციის ანტიკორუფციული სააგენტოს საგანგებო მისია თბილისში ჩამოვიდა. ამ წუთებში  საქმის ფიგურანტების გამოკითხვები მიმდინარეობს, მათ შორის იკითხება ქართველი სპორტსმენის  სპონსორი, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა.

„პირველების” ინფორმაციით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები საქართველოს  ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. კითხვები გარიგებულ მატჩებს შეეხება.

ნიკოლოზ ბასილაშვილსი ადვოკატის, ირმა ჭკადუას მტკიცებით, ეს ყველაფერი  სპორტსმენის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

ირაკლი კაჭარავამ არაერთხელ მისწერა ამ ადამიანებს  თითქოსდა ფლობდა რაღაც იფნრომაციას  2016 წელს თითქოსდა გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით. უბრალოდ ჩამოვიდნენ რომლებიც ინტერვიუს აიღებენ.
ბატონ ნიკოლოზს არანაირი დისკვალიფიკაცია არ ემუქრება”, – ამბობს ირმა ჭკადუა.
საქართველოს ჩოგბურთის  ფედერაციაში ამბობენ, რომ  თუ გარიგებული თამაშების საქმე დადასტურდა ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შეიძლება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყოს, ძალიან ცუდი იქნება სპორტსმენისთვის იმიტომ, რომ ნიკა ძალიან კარგ ფორმაშია რეიტინგის გაუმჯობესების ყველა პერსპექტივა აქვს. პირველ რიგში იქნება რა თქმა უნდ ამისთვის ცუდი, შემდეგ  ქართული ჩოგბურთისთვის”, – ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი აკა მეტრეველი.
საქმეს, რომელსაც ბასილაშვილს ედავებიან, 2016 წლის ეპოზოდს მოიცავს, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი თამაშების სანაცვლოდ თანხას წინასწარ იღებდა,მას უმაკაცრესი საქნციები ელოდება.