„ბიძინამ ადამიანს ოცნება და იმედი წაართვა…“ – გია ხუხაშვილი

„ბიძინამ ადამიანს ოცნება და იმედი წაართვა…“ - გია ხუხაშვილიგია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინამ მთელი თავისი მოღვაწეობა იმას მიუძღვნა, მთელი რესურსი იმაში ჩადო, რომ დაემტკიცებინა – ამ ქვეყანაში ყველა დამნაშავე, ნაძირალა ან კარგ შემთხვევაში მათხოვარია, რომელიც ჩემი ხელიდან იკვებება…
ამიტომ, ნუ ეძებთ უკეთესს, მე ამათ ყველას ვჯობივარ…
ადამიანს ოცნება და იმედი წაართვა…
შედეგიც მიიღო – ბევრმა დაიჯერა, რომ უკეთეს მომავლის იმედი და მასზე ოცნება სისულელეა…“