ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.