ბრიტანელი გამომძიებლები ბასილაშვილის საქმეზე თბილისში ჩამოვიდნენ

ბრიტანელი გამომძიებლები ბასილაშვილის საქმეზე თბილისში ჩამოვიდნენბრიტანელი გამომძიებლები თბილისში,  ჩოგბურთის ფედერაციაში იმყოფებიან. ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფს სავარაუდოდ  კითხვები ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ექნებათ. საქმე საქართველოს პირველი ჩოგანის  ჩაწყობილ თამაშებთან შესაძლო კავშირს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილი გაყიდულ თამაშებში მონაწილეობდა.ლონდონიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსულმა ჯგუფმა ბასილაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია 22 თებერვალს დაიწყო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბასილაშვილს ბრალი არ დაუდასტურდება.

– ხშირი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო ფედერაციის ამ დეპარტამენტთან, დაახლოებით ერთი კვირის წინ მომწერეს მეილი და შემითანხმეს დრო, რომ დილით 11 საათზე უნდა შევხვედრილიყავით ერთმანეთს. ჩემთვსი არანაირი დეტალები არ არის ცნობილი. ჩემი აზრით, ალბათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ ნიკას ეს ბრალი ნამდვილად არ დაუდასტურდება, – ამბობს აკა მეტრეველი.
ბასილაშვილის  ადვოკატები   ამტკიცებენ, რომ საქართველოში პირველ ჩოგანს ჩაწყობილ თამაშებთან კავშირი არასდროს ჰქონია და ეს ყველაფერი დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

საქმეს, რომელსაც ბასილაშვილს ედავებიან, 2016 წლის ეპიზოდს მოიცავს. თუ დადასტურდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი თამაშების სანაცვლოდ თანხას წინასწარ იღებდა,მას უმკაცრესი სანქციები ელოდება.

ტვ პირველი