დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენდღეიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლიათ, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით.

წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.