დღეს! – მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს! - მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგდღეს, 20 თებერვალს, ევროპის TOP 5 ლიგაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მატჩი “მესტალიაზეა” ჩანიშნული – გიორგი მამარდაშვილმა და “ვალენსიამ” “ბარსელონას” უნდა უმასპინძლონ.

ქართველი მეკარე “ღამურებს” მშვენივრად დაუბრუნდა, თუმცა ბორდალასის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ ბევრს უშვებს და არასტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს…

ხავის “ბარსელონა” ჯერჯერობით მძლავრი არაა, მაგრამ სეზონის სტარტთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია – კატანოლიენელები ამჟამად ცხრილში მე-6 პოზიციაზე არიან, თუმცა სხვებზე ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. ვალენსიელებმა დღევანდელ მეტოქეზე 9 ქულით ნაკლები მოაგროვეს.

თასზე “ბილბაოსთან” და ჩემპიონატში “რეალთან” მატჩებს თუ არ ჩავთვლით, კატალონიელები 2022 წელს ცუდად არ გამოიყურებიან – სიმეონეს “ატლეტიკოს” მშვენიერ სტილში (4:2) აჯობეს. ლეგენდარული ხავის გუნდმა ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე, “ნაპოლის” წინააღმდეგ (1:1) ითამაშა, რის გამოც შესაძლოა, გარკვეული როტაცია ვიხილოთ. სხვადასხვა მიზეზით, გუნდს ალვეში, პიკე, რობერტო, უმტიტი, ლენგლე, ფატი და დეპაი დააკლდებიან.

სპორტალი