„ძალიან დიდია… ლამბორჯინიც ეკუთვნის“ – დოლიძე სტურუაზე

„ძალიან დიდია... ლამბორჯინიც ეკუთვნის“ - დოლიძე სტურუაზეანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რობერტ სტურუას მიერ მიწის მიღებაში პრობლემაა ფართო კონტექსტში. სტურუა, როგორც შემოქმედი, ძალიან დიდია (პოლიტიკური შეხედულებები და შემოქმედება უნდა გავყოთ). მას მიწაც ეკუთვნის, ვილაც, ლამბორჯინიც და იახტაც. უბედურება იმაშია რომ ეს სიმდიდრე ასეთ ქვეყანაში მისნაირ რეჟისორს არ ექნება. ანდა აწყობს ხელისუფლებას რომ ქონდეს? აქ რომ იყოს და უნდა იყოს, ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი, ქველმოქმედება, გრანტები, მაგ ნაკვეთზე ეგეთ რეჟისორს გაეცინებოდა. და სახელმწიფოდან ჩუქებაზე არც იფიქრებდა. ექნებოდა ეს ყველაფერი ისედაც. ჰოდა, ეგ დიდი საკითხია აქ პრობლემა. ეს მუქთახორები არ ააშენებენ ეგეთ ქვეყანას იმიტომრომ ყველა, რეჟისორი თუ ექიმი თუ მწერალი, უნდა ამათხოვრონ. ჰოდა, ჩვენ ავაშენოთ“.