ძლიერი შტორმის გამო, ბათუმის ახალი ბულვარი განადგურდა

ძლიერი შტორმის გამო, ბათუმის ახალი ბულვარი განადგურდაორდღიანმა უამინდობის გამო ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია სანაპირო ზოლი, ჩამოშლილია სავალი გზის ნაწილი, წაღებულია განათების ბოძები, ახალ ბულვარში 600-მეტრიან ზოლზე აღარ არის ნაპირი.

ტერიტორია წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ ახალ ბულვარში გადასვლა აკრძალულია.

ოპოზიცია სპეციალური კომისიის შექმნას და სამუშაოების სწრაფად დაწყებას ითხოვს.

“ყველა ეუბნებოდა, რომ თქვენ კი იხდით 55 მილიონს, მაგრამ შედეგი დადგება ის, რომ მოხდება სანაპიროს დაზიანება, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. საგანგაშო სიტუაციაა, ახლა აუცილებელია, რომ დასხდნენ სპეციალისტები და გამოსავალი ვეძებოთ”, – ამბობს ენმ-ის წევრი, ლევან ანთაძე.