“ეკა მჟავანაძემ დამირეკა და…” – როგორ მოხვდა ნანა ბუთხუზი ჩცდ-ში

"ეკა მჟავანაძემ დამირეკა და..." - როგორ მოხვდა ნანა ბუთხუზი  ჩცდ-შიმსახიობი ნანა ბუთხუზი ჟურნალ “გზასთან” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვედრაზე საუბრობს:

– ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და მთხოვა, კასტინგზე მივსულიყავი. მეც მივედი გასაუბრებაზე, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო. ამ როლმაც დამაინტერესა და საერთოდ, ამ ჯგუფთან კარგად ვთანამშრომლობ.

“ხელოვნური სუნთქვით” დავიწყეთ და ახლა ისევ შევხვდით. ძალიან მომწონს ამ არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა, თანაც, სერიალები კარგი საშუალებაა, რომ ხალხმა უკეთ გაგიცნოს. “ჩემი ცოლის დაქალებმა” ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ იარსება, რომ მას მართლა ნიჭიერი ადამიანები ქმნიან, მათ სწორი ხედვა აქვთ, დროს მიჰყვებიან და იმ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რომლებიც ყველას აწუხებს, სწორად არჩევენ არტისტებს და პერსონაჟებსაც.

ეს სერიალი ყოველთვის აქტუალურია, რადგან იმ ტკივილზე გვესაუბრება, რაც გვაქვს. ამიტომაც არის რეიტინგული და მაყურებელიც არ ღალატობს.

კვირის პალიტრა