ელექტროენერგია გაძვრიდა 73,8%-ით; გაზი – 78,3%-ით; წყალი – 57,7%-ით

ელექტროენერგია გაძვრიდა 73,8%-ით; გაზი - 78,3%-ით; წყალი - 57,7%-ითსაქართველოში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი პიკს აღწევს  – საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, იანვარში ფასების დონე წლიურად 13,9%-ით გაიზარდა. ირკვევა, რომ ქვეყნაში 263 დასახლების პროდუქტი გაძვირდა. ზოგიერთის ფასი 200 % ით გაიზარდა.

გასული წლის  იანვარათან შედარებით წელს ლარმა ძალა კიდევ უფრო დაკარგა. ოფიციალური მონაცემებით გაძვირებულია ყველაფერი, პური, საკვები, ტანსაცმელი, ელექტოროტექნიკა, ბენზინი დიზელი, ავტოგაზი.

გთავაზობთ 20 პროდუქტის და მომსახურების ჩამონათვალს, რომელიც იანვარში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

კომბოსტო — გაძვრიდა 213,8%-ით;
ბუნებრივი გაზის გადასახდელი — გაძვრიდა 78,3%-ით;
ელექტროენერგიის გადასახდელი — გაძვრიდა 73,8%-ით;
ნაგვის გატანის გადასახდელი — გაძვრიდა 58,1%-ით;
წყლის გადასახდელი — გაძვრიდა 57,7%-ით;
ქლიავი — გაძვრიდა 55,8%-ით;
ლურსმანი — გაძვრიდა 53,3%-ით;
თერმომეტრი — გაძვრიდა 43,1%-ით;
გაზი გათხევადებული — გაძვრიდა 39%-ით;
ბენზინი — გაძვრიდა 37,1%-ით;
ბადრიჯანი — გაძვრიდა 36,5%-ით;
მარგარინი — გაძვრიდა 35,8%-ით;
შაქარი — გაძვრიდა 34,9%-ით;
ელექტროყავადანი — გაძვრიდა 33,5%-ით;
შპრიცი — გაძვრიდა 32,3%-ით;
დიზელის საწვავი — გაძვრიდა 32,2%-ით;
მანდარინი — გაძვრიდა 30,7%-ით;
კარტოფილი — გაძვრიდა 30,7%-ით;
ჭიქა — გაძვრიდა 29%-ით;
ქალის ზამთრის პალტო — გაძვრიდა 29%-ით.

ეს არასრული ჩამონათვალია, საქსტატის მონაცემებით, გაძვირდა კიდევ 243 დასახელებელის პროდუქტი და მომსახურება, ხოლო გაიაფდა-  მხოლოდ 33.