„ენმ დღეს ოპოზიციის სინონიმია“ – გიგი უგულავა

„ენმ დღეს ოპოზიციის სინონიმია“ - გიგი უგულავა გიგი უგულავა  სოციალურ ქსელში  წერს:

„ენმ დღეს ფაქტიურად ოპოზიციის სინონიმია. ის ყველაზე დიდი პარტიაა ოპოზიციაში, მეტიც დღეს ის ერთადერთი პარტიაა საქართველოში. მას აქვს სახელისუფლო მემკვიდრეობაც და ტვირთიც. ამასთანავე ნაცმოძრაობა პარტიის გარდა არის კონკრეტული იდეის მატარებელი. ის დღეს წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრეობას, მებრძოლს საბჭოთა მემკვიდრეობასთან – ოცნებასთან. ამასთანავე, ენმ რეფორმას საჭიროებს. მისი კარებები უნდა გაიღოს და ის მიმზიდველი უნდა გახდეს რაც შეიძლება ფართო ჯგუფებისთვის. აქაც ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა უმსჯელობაა, შიდა დისკუსიის არარსებობა ან მიმალვა როგორც ნეგატიური მოვლენის. არადა პირიქით უნდა იყოს! პარტიას რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას, ვერ იქნება ყველაფერზე ერთ აზრზე“.