დიზაინერ გიორგი მასხულიას სამი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„არ გეგონოთ ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს უბრალოდ მინდა გვერდით დამიდგეთ, სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ ოთახთან დაცვაც ეხმარებოდა, და ასე მითხრეს ეს მავანისგანო, რა დავუშავე ამ კაცს 5 წელია მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე სამართალი არ არსებობს რა უნდა ჩემგან ამ ადამიანს რას მერჩის, მიიღეთ ზომები დამიდექით გვერდით გთხოვთ ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით ცემით, მკვლელობით, მაინც და მაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო? გთხოვთ დამიდექით გვერდით”.

