გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლი გატეხეს

გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლი გატეხეს„ფორმულას” ინფორმაციით, გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის, ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უცნობია თუ რას ეძებდნენ ჟურნალისტის ყოფილი ცოლის სახლში, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, წაღებული არაფერია.

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ვახო სანაიას ეთერში საქმის ოქროს მოწმემ რეზონანსული განცხადებები გააკეთა. კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.