გიორგი ვაშაძე – „ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული… ამაზე არ ვნერვიულობ“

გიორგი ვაშაძე - „ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული... ამაზე არ ვნერვიულობ“სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბიზნეს ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ პირადად   ტრეიდინგით (ვაჭრობით) არ  არის დაკავებული, თუმცა ფლობს ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად  უყურებს ამ საკითხს:

„პირადად მე ტრეიდინგით [ვაჭრობით] არ ვარ დაკავებული, თუმცა ვფლობ ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ამ საკითხს.

სხვათა შორის, ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული უბრალოდ იმიტომ, რომ [ციფრული საფულეების] პაროლები არ მახსოვს. ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობ, ამ აქტივებს არ ვუყურებ ისე, როგორც ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელ აქტივებს” – აცხადებს იგი.