ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.

მან დაგმო რუსეთი სამხედრო დარტყმის გამო და გამოაცხადა ახალი სანქციები და შეზღუდვები რუსეთში ექსპორტის შესახებ.

“ეს რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ხარჯებს დაუწესებს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად”, – თქვა მან.

,,შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს“, -აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ევროკავშირის 27 წევრი და ,,დიდი შვიდეულის“ წევრები ამ სანქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

გთავაზობთ სანქციების ჩამონათვალს:

შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი.
შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობა.
შეფერხდება მათ უნარს კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რომლებიც ერთად ფლობენ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს.
მან დასძინა, “ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ აქვთ ამერიკაში, გაიყინება.”

იპნ