კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს

კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქესსოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე საათის წინ,  ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს. დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები.

აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 229-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და აფეთქებას გულისხმობს.

უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი რამდენიმე თვის წინ,  2021 წლის 4 ოქტომბერს, სოფელ კაბალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარის შეგდების გაგრძელებას. ამ კონკრეტულ საქმეზე ორი პირია დაკავებული.

მაშინ ტვ პირველმა მომხდარის დღესვე გაარკვია, რომ აფეთქება მამედოვებსა და ნიაზოვებს შორის არსებულ დავას უკავშირდებოდა.

ბიზნესმენს შვილების გატაცებითაც ემუქრებოდნენ.

ტვ პირველი