„კარაქს ოქტომბერში 14 ლარად რომ ვყიდულობდი, ახლა უკვე 20 ლარია?!“ – ქეთი ლობჟანიძე

„კარაქს ოქტომბერში 14 ლარად რომ ვყიდულობდი, ახლა უკვე 20 ლარია?!“ - ქეთი ლობჟანიძექეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჯერ ერთი, თბილისში საუკეთესო კარაქი რატომ არის ბელორუსიიდან შემოტანილი და ადგილზე რატომ არ ვაწარმოებთ უკეთესს?!
მერე ხსენებულ 600გრ-ან კარაქს ოქტომბერში 14₾-ად რომ ვყიდულობდი, რატომ გახდა უცებ 17₾ და ახლა უკვე 20₾?! რა რყევები ხდება და ვისი ხელით, ლარი გამყარდება თუ გაუფასურდება, ყოველთვის ხალხის საწინააღმდეგო ცვლილებებს რატომ იწვევს?! თაღლითების რომელი ბანდა აკონტროლებს ამ პროცესებს და რატომ არ მოეკითხებათ?!
გაზრდილი კომუნალური გადასახადები, პლიუს არასწორედ დაანგარიშებული ჩვენებები და გასაჩივრებული საქმეები, სააფთიაქო მაფია და პარალელურად ყველაფრის გაძვირება უმუშევრობისა და ქართული თრეფიქინგის ფონზე, პროტესტის პროვოცირებას ცდილობთ, თუ პროცესებს ვეღარ მართავთ?! ერთ დიდ თაღლითურ სპირალშია მოქცეული ქვეყანა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხი აფეთქდეს!“