ხაშურში მამაკაცს ყელი გამოჭრეს, დედამისი კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს  

ხაშურში მამაკაცს ყელი გამოჭრეს, დედამისი კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს  ხაშურში 50 წალმდე მამაკაცს ყელი გამოჭრეს, მოგვიანებით კი დედამისი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს.   გარდაცვლილები შშმ პირები არიან.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დედამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შვილის, 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილის ყელგამოჭრილი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით მოხუცი ქალი პოლიციამ გამოჰკითხა. მოგვიანებით მეზობლებმა ქალის გარდაცვლაბის შესახებაც შიეტყვეს. ვენერა ღონღაძე ღამის 12 საათზე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

პოლიციამ საქმე თვითმვკლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ვენერა ღონღაძე და მურთაზ მაჩხაშვილი მოკლულები არიან. მათ ეჭვები გარდაცვლილების მეზობელზე, ახალგაზრდა მაკაცზე დაჩი ტაბატაძეზე აქვთ,  რომელიც მიტოვებულ დედა-შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.