„მართალი ყოფილა დედაჩემი, როცა მეუბნებოდა, ყველაზე ლამაზი ხარ უბანშიც, სკოლაშიც და კლასშიცო…“ – დათო ლიკლიკაძე

„მართალი ყოფილა დედაჩემი, როცა მეუბნებოდა, ყველაზე ლამაზი ხარ უბანშიც, სკოლაშიც და კლასშიცო...“ - დათო ლიკლიკაძედათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მომწონს ჩემი თავი. არცერთ დროს ჩემს ფოტოზე არ მითქვამს-” აუ რას ვგავდით ადრე…” თუმცა ამის თქმის მიზეზი ნამდვილად მქონდა
ყველა დროში და ყველა ფოტოში დროის ნაწილი ვარ და არასოდეს მითქვამს-“ო, როგორ მიდის დრო, როგორ იწურება”… დრო კი არ მიდის, დრო კი არ იწურება, ეს შენ მიდიხარ, შენ იწურები. ასე რომ ყოველთვის მომწონს ჩემი თავი ყველა ასაკში.
არასოდეს მითქვამს, რომ ეს ცხოვრება ტანჯვაა. ცხადია ტანჯვა არსებობს, მაგრამ მას ვიღებ როგორც გამოწვევას, როგორც საჩუქარს და მასთან ერთად თანაცხოვრებასაც ვსწავლობ. მე იღბლიანი კაცი ვარ. რაღაცნაირად ყველა სურვილი ამიხდა. არ ვიცი ასე რატომ ვუყვარვარ ღმერთს, მართლა არ ვიცი.
ვისთვისაც ჩემი აზრი რაიმეს წარმოადგენს, მოგიწოდებთ ახლავე დაიწყეთ თქვენი თავის შეყვარება. მერე თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ იმდენ კარგ რამეს აღმოაჩენთ თქვენში, რომელსაც მალავდით, ან არ იცოდით რომ გქონდათ. პირადად მე გადაწყვეტილი მაქვს ჩემი შემდგომი ცხოვრება ხანგძლივ ბედნიერებად ვაქციო და წუხილები ჩემს გეგმებში არ შედის. ამიტომაც სულ ვიცინოდი და ვაცინებდი, ვიცინოდი და ვაცინებდი, ვიცინოდი და ვაცინებდი…
რა ვქნა, მართლა მომწონს ჩემი თავი. ცოტა ძაან მეცინება, მაგრამ ფიზიკურადაც მომწონს ჩემი თავი მართალი ყოფილა დედაჩემი თამილა კლდიაშვილი როცა მეუბნებოდა, ყველაზე ლამაზი ხარ უბანშიც, სკოლაშიც და კლასშიცო მაშინ და მას შემდეგაც ამ სიტყვებზე სულ დავცინოდი დედაჩემს. რაც ჩემი თავის შეყვარება დავიწყე სულ ვნანობ ამ დაცინვაზე. შვილებო არასოდეს დასცინოთ თქვენს მშობლებს, მართლები არიან ისინი, მართლები!
P.S. ნეტაი ამ უფასო ტრენინგს რატომ გიტარებთ ცხოვრების დამუღამებაზე? წავედი კაცო ქვეყნის საქმე მაქვს.“