„მომწერა, ეკას გაუმარჯოსო…  ბიძინას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა” – ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე

„მომწერა, ეკას გაუმარჯოსო...  ბიძინას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა" - ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე„ქართული ოც­ნე­ბის” დამ­ფუძვნებ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს იუ­ბი­ლა­რია, ის 66 წლის გახ­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან მი­ლოც­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იღებ­და.

სად იმ­ყო­ფე­ბა და რო­გორ აღ­ნიშ­ნა იუ­ბი­ლე ექ­სპრე­მი­ერ­მა, ამის გა­სარ­კვე­ვად ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბარს ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

– და­რეკ­ვის მო­მე­რი­და, არ შე­ვა­წუ­ხებ-მეთ­ქი და ბი­ძი­ნას მი­სა­ლო­ცი ტექ­სტი მივ­წე­რე, ვუ­ლო­ცავ­დი და­ბა­დე­ბის დღეს… მომ­წე­რა მად­ლო­ბაო და ეკას გა­უ­მარ­ჯო­სო. ბი­ძი­ნას არ უყ­ვარს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა, არა­სო­დეს არ აღ­ნიშ­ნავს და სულ ვე­ჩხუ­ბე­ბით, მაგ­რამ არაფ­რით არ სურს. ამ­ბობს, ადრე ვიხ­დი­დიო და ახლა აღა­რო…

ახლა მა­ინც ვერ გა­და­იხ­დი­და, რად­გან პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან. სა­ერ­თოდ პომ­პე­ზუ­რი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის გა­დახ­და არ იცი­ან, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ახლა ასეა და ადრე აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რო­გორც ვიცი… ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღეს არც ეკა იხ­დის, მე პი­რა­დად არ­ცერ­თის და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ვყო­ფილ­ვარ.

ამბები.გე