მორჩილ ვაჟა გიგოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მორჩილ ვაჟა გიგოლაშვილს პატიმრობა შეეფარდასამონაზვნე პირზე ძალადობაში ბრალდებულ მორჩილს, ვაჟა გიგოლაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბუნტურმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 3.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას არ აპირებს.

ცნობისთვის, ვაჟა გიგოლაშვილი სამართალდამცველებმა 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იპნ