მოსამსართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. ის უკანაკსნელ წლებში სიმსივნეს ებრძოდა. მეტრეველი არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო. იგი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა ავადმყოფობის გამო, საქმე ჩამოცილდა.
დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

