ნატოში დღეს საგანგებო სხდომა დაინიშნა

ნატოში დღეს საგანგებო სხდომა დაინიშნაუკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. სხდომა პარასკევს, კიევის დროით 16:00 საათზე იქნება.

ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინაში ისევ დაძაბული სიტუაციაა, აფეთქებების და შეტაკებების ხმა არაერთ ქალაქში ისმის. გამთენიისას დედაქალაქ კიევზე რუსებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.

მთავარი