ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ სკანდალში ეხვევა – მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ სკანდალში ეხვევა - მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილიმსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა – როგორც უცხოური მედია , ESPN, წერს, ის გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი.

გამოცემის ცნობით, ATP-ის ანტიკორუფციული ოფისი (ITIA) გამოძიებას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს.

როგორც ESPN-ი წერს, ორგანიზაცია 2016 წელს გამართულ მატჩებს იკვლევს და თუ ბრალდება დადასტურდება, ქართველ ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ელის.

ბასილაშვილმა ბოლოს როტერდამის ტურნირზე ითამაშა, სადაც მაკდონალდთან პირველივე წრეში დამარცხდა. ნიკოლოზს 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ არცერთი მატჩი არ მოუგია (ზედიზედ 8 წაგება).