„ოცნება” წუხელ 300 ათას ლარად ცდილობდა საკრებულოს 22 წევრის მოსყიდვას“ – ანი წითლიძე

„ოცნება" წუხელ 300 ათას ლარად ცდილობდა საკრებულოს 22 წევრის მოსყიდვას“ - ანი წითლიძეანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დიდი არჩევანი არ იყო: ან ის რაც მივიღეთ ან კრიზისი მუნიციპალიტეტში და ხელახალი არჩევნები. რა იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე ვინც არჩევნები ოდნავ მაინც იცის წარმოიდგენს.

დღეს ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ.

რაც შეეხება გახარიას. მე ვიდექი 20 ივნისს და მე პირადად გადავიტანე მისი ხელმძღვანელობით სამეგრელოში საარჩევნო ტერორი. მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ – ამაზე პასუხისგება მას მოუწევს მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დასრულდება ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, დღეს უკვე ზუგდიდშიც ქართული ოცნება დამარცხა.

მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ არჩევნებზე ზუგდიდში 3000 მეტმა ( შეიძლება მეტიც ზუსტად არ მახსოვს) ზუგდიდელმა გადაწყვიტა მიუხედავად ყველაფრისა გახარიასთვის ხმა მიეცა და სამი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოში.

30 ათასმა ზუგდიდელმა, არჩევნებზე მოსულის უმრავლესობამ გვითხრა რომ ოპოზიცია უნდოდათ საკრებულოში და მიუხედავად ღირებულებითი სხვაობისა რომელიც მუდმივად იქნება – მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა.

წარმატებებს ვუსურვებ ზუგდიდის საკრებულოს ზუგდიდელების საკეთილდღეოდ.

ქოცების სახეებს რომ ვუყურე დღეს ამად ღირდა” წერს ანი წითლიძე.
მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნება” წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 300 ათას ლარად ცდილობდა საკრებულოს წევრების მოსყიდვას:

“მთავარი მადლობა ჩვენს 22 საკრებულოს წევრს რომლებსაც წუხელ ღამემდე ქართული ოცნება 300 ათასი ლარად მოსყიდვას ცდილობდა და ვერც ერთი ვერ გადატეხა.

მადლობა ერთგულებისთვის ხალხნო”- წერს -წითლიძე.