“პროკურორი არა, ისა ხარ” – გიგი უგულავა ნათია გურულს ეჩხუბა

"პროკურორი არა, ისა ხარ" - გიგი უგულავა ნათია გურულს ეჩხუბათბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პროკურორ ნათია გურულსა და ბრალდებულ გიგი უგულავას შორის კამათი მოხდა. კამათი და ხმამაღალი საუბარი სხდომაზე გოკა გაბაშვილის დაკითხვას მოჰყვა, რომელიც პროცესზე მოწმის სახით იკითხება და ყვება თუ როგორც დაესხნენ თავს მას და გიგი უგულავას ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი და გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე.

გოკა გაბაშვილს პროკურორმა ნათია გურულმა რამდენჯერმე ჰკითხა, თუ როგორ მოხდა ინციდენტი აეროპორტში, რამაც უგულავას გაღიზიანება გამოიწვია და პროკურორს მიმართა, რომ ის არათუ პროკურორი, არამედ “მოძალადე ბადრი გავაშელიშვილის ადვოკატია”.

“თქვენ ხართ მოძალადის ადვოკატი. გოკა გაბაშვილს მესამედ უსვამთ ერთი და იგივე შეკითხვას და ვერ მოისმენთ იმ პასუხს რაც გინდათ, იმიტომ, რომ პროკურატურას უნდა ტყუილი”, – მიმართა უგულავამ ნათია გურულს.

თავის მხრივ, ნათია გურულმა უთხა, რომ ის “მოძალადის ადვოკატი” კი არა, პროკურორია და ბოროტად ნუ ისარგებლებს მისი თმენის ვალდებულებით.

“პროკურორი არა, ისა ხარ”, – მიმართა უგულავამ.

“თუ გგონიათ ჩვენს კანონიერ საქმიანობაზე უარს გვათქმევინებთ, ძალიან ცდებით”, -განაცხადა ნათია გურულმა.

ამასთან, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უგულავას მოუწოდა, რომ ნუ ყვირის პროცესზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბაზის დატოვება მოუწევს. რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, რომელიც ინციდენტის შესახებ საუბრობს, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, აეროპორტში მომხარი დადგმული სცენა იყო.

“მოვიდა კაცი, აბსოლუტურად ყველანაირი მიზეზის გარეშე დაგვიწყო გინება, მოვიდა მეორე, რომელმაც დაგვაყარა. ეს იყო დადგმული, ეს იყო დავალება. ეს დავალება ჰქონდათ სუს-ისგან, ეს დავალება ჰქონდათ თქვენი უფოროსებისგან”, – მიმართა პროკურორს გოკა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

იპნ