შემზარავი ფაქტი თბილისში – ორი კვირის წინ, დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში ცხრასართულიან კორპუსში, ცხრა თვის ფეხმძიმემ ბინაში იმშობიარა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ქალი სახლში იმ დროს მარტო იყო, ნაყოფიც მუცლიდან თავად გამოიყვანა, შემდეგ კი შვილი მოიშორა.
მშობიარობიდან რამდენიმე საათში დაახლოებით ღამის 22:00 საათზე, როცა ოჯახის წევრები უკვე სახლში იყვნენ, ქალი მოულოდნელად დამძიმდა. ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, თუმცა საავდმყოფოში გადაყვანა არ უნდოდა. “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ ამბის თვითმხილველები ქალის არასწრულოვანი შვილებიც გახდნენ.
იმის მერე ვკვდები, რომ წარმოვიდგენ საავადმყოფოში მინდა დავწვე. ჩემი შვილიშვილების სახე წარმოვიდგინე, დედა რომ დავარდა ბავშები რა დღეში ჩავარდებოდნენ. გოგო მეუბნება, ბალიშს ვიფარებდით სახეზეო და ვწიოდითო. სისხლი მოსდიოდაო, ლობიანი ჭამაო და ცუდად გახდაო ასე უთხრეს ბავშვბს”- აცხადებს 30 წლის ახლო ნათესავი.
როცა საავადმყოფოში ქალი შეიყვანეს, ის ბავშვის ადგილსამყოფელს საგულდაგულოდ მალავდა. თუმცა მომხდარი მოგვიანებით თავად გათქვა – ჯერ ექიემბს უთხრა, რომ ჩვილი უნიტაზში ჩარეცხა. როცა მედიკოსებმა ეს ისტორია არ დაიჯერეს, შემდეგ მედ პერსონალს უამბო, როგორ წაიღო ჩვილი და როგორ გადააგდო ნაგვის ურნაში.
ახალგაზრდა პირობით სახელით თეონა ორ კვირაზე მეტია სამსახურში არ უნახავთ. ერთ-ერთ სუპერმარკეტში ის მოლარედ მუშაობს. თანამშრომლებმა იციან, რომ ქალმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ახლა ნაკერების ძაფების ამოღებას ელოდება.
საავადმყოფო, სადაც ახალგაზრდა ქალი სიკვდილისგან იხსნეს, პაციენტის შესახებ ცნობებს არ გასცემს. “კავკასიის მედიცინის ცენტრში” არ აცხადებენ, რა გააკეთეს როცა გაიგეს, რომ კრიმინალური მშობიარობა სახეზე იყო. ქალის ახლო ნათესავი, რომელმაც გოგონას “შაბათის ეთერის” კითხვები გადასცა, “ტვ პირველს” განუცხადა რომ ამ თემზე ჟურნალისტებთან საუბრი გამომძიებლებმა აუკრძალეს.
“შაბათის ეთერის” ინტერესია, სად იპოვეს ჩვილი სამართალდამცველბმა და წაუყენეს თუ არა ბრალი დედას.
სავარაუდოდ ამ მძიმე ისტორიით სახეზეა, სისხლის სამართის კოდექსის 112-ე მუხლით ჩადენილი დანშაული, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისმობს მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, ეს მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიომრობას ითვალისწინებს.

