ქეთა ბაღაშვილი – “გული მწყდება, აქ თაფლობის თვეს რომ ვერ ვატარებ…”

ქეთა ბაღაშვილი - "გული მწყდება, აქ თაფლობის თვეს რომ ვერ ვატარებ..."ქეთა ბაღაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კენდის ცენტრიდან 15-20 წუთის სავალზე კენდის მთის ფერდობებზე შემოლაგებული სახლები და ბუტიკ სასტუმროებია, საიდანაც მთების სიმწვანეებში ჩაძირული ისტორიული კენდის ლამაზი ხედები , რასაც ჰქვია, იძერწება.
წამოვედი სასტუმროში, მოვთავსდი, აუზზე ჩამოვედი, დრო და დრო გული მწყდება, აქ რომ თაფლობის თვეს ვერ ვატარებ, ისეთი რომანტიული ადგილია და თან ვერ ვხვდები, სხვა ადამიანები რატომ არ სიყვარულობენ და საერთოდ, ხალხი სად არის? და აღმოჩნდა, რომ მთელ სასტუმროში მარტო მე ვარ. უფრო სწორად მე, ორი ახალგაზრდა მიმტანი ბიჭი, ერთი მოზრდილი მამაკაცი შეფად და ერთი ხნიერიც- აუზის დამსუფთავებლად.
და ვართ ასე, არხეინად თავიდან ცოტა გული დამწყდა, სანამ არ გავაანალიზე, რომ მთელი სასტუმრო, აუზი, საუნა, მომსახურე პერსონალი მარტო ჩემია. და საერთოდ, თავს თუ დააჯერებთ, შეიძლება მთელი შრი ლანკაც თქვენი მოგეჩვენოთ ვაგრძელებ მთავარ როლში ყოფნას.”