ყვარლის ტყეში ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება

 ყვარლის ტყეში ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდებაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესს რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და ძლიერი ქარია.

ხანძრის ზონაში მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.