„ყვირილის ხმა ისმოდა, დილით გავიგე დაუხოციათო” – ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის 

„ყვირილის ხმა ისმოდა, დილით გავიგე დაუხოციათო" - ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის მკვლელობა სოფელ კონდოლში გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის. ის მომხდარს სატელეფონო კომენტარისას ადასტურებს, თუმცა სხვას არაფერს ამბობს.

მოკლული ცოლ-ქმარი კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან და წლების განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ ფერმაში. “მთავარის” ინფორმაციით, მათ შელაპარაკება მოუვიდათ მწყემსთან, რის შემდეგაც მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. ამის შემდგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მკაფიო ყვირილის ხმა ისმოდა, კამათი ჰქონდათ ალბათ, დილით კიდე გავიგე დაუხოციათო” – ამბობს ერთ-ერთი მწყემსი.

იმის გამო, რომ დანაშაულის ადგილი სოფლის დასახლებული ცენტრიდან მოშორებითაა, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული უცნობია. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მთავარი