ქობულეთში სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში სამხედრო გარდაცვლილი იპოვესქობულეთში, სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათი ცნობით, 32 წლის კაცი ქუთაისის სამხედრო ნაწილში მსახურობდა და გათავისუფლების შესახებ განცხადება დაღუპვამდე 2 დღით ადრე დაწერა.

ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კაცი თურქეთშიც გადავიდა, თუმცა რატომ, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

„აპირებდა წამოსვლას სამსახურიდან, მაგრამ ასე უცებ არა. სად იყავი მეთქი რომ ვკითხე, რა განერვიულებს, არაფერი ხდებაო, მამშვიდებდა. შემდეგ რაღაცას ეძებდა. იქ (თურქეთში) მოხდა რაღაც და ეგ გვაინტერესებს, რომ გავიგოთ. იქიდან მოსვლის მერე გადაწყვიტა ეს ყველაფერი თურქეთში რომ იყო”, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
ოჯახის წევრები პოლიციისგან ითხოვენ, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დადგინდეს ვისთან ერთად გადაკვეთა საზღვარი ან რა მიზნით იმყოფებოდა ის სხვა ქვეყანაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

სამხედრო მოსამსახურე 2008 აგვისტოს ომის მონაწილე იყო, მიღებული აქვს ღირსების მედლები და სიგელები. ასევე, მონაწილეობდა ავღანეთის მისიაში.

გურიის მოამბე