სარფში 32 კგ არადეკლარირებული წამალი იპოვეს

სარფში 32 კგ არადეკლარირებული წამალი იპოვესმებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.