“საშინელი სურათი დახვდათ” – რაჭაში დათვმა მონადირე შეჭამა

"საშინელი სურათი დახვდათ" - რაჭაში დათვმა მონადირე შეჭამარაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. უბედური შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა.

„პრაიმთაიმს“ მომხდარის ამსახველი ფოტოები ადგილიდან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.

როგორ ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორეს თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.

„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“, – გვიყვება ადგილობრივი.

პრაიმ ტაიმი