საზმაუდან “ახალი კვირა” გაქრა

საზმაუდან "ახალი კვირა" გაქრასაზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გადაცემა “ახალი კვირა” გაქრა. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა. გადაცემის წამყვანისთვის  პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება გაუგებარია. მისი თქმით,  “ალტ ინფოს” მხრიდან მან მუქარები მიიღო.

გადაცემის დახურვას რადიკალური დაჯგუფება უკვე გამოეხმაურა. “ალტ ინფოს” დაჯგუფება წერს, რომ გადაცემა, რომელიც რადიკალებს ამხელდა, ეთერში აღარ დაბრუნდება.

– 28 დეკემბერს გამოგვიცხადეს გადაცემაში რეორგანიზაცია და ის, რომ მე “ახალი კვირის” წამყვანი აღარ ვარ. გაჩერდა გადაცემა, რომლის სამი რეპორტაჟი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფინალში გავიდა, გუშინ გავიგეთ ამის შესახებ და გაჩერდა გადაცემა, რომელიც არხზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და კრიტიკული იყო.

იმდენად აბსურდული მიზეზები იყო , უბრალოდ აზრიც კი არ აქვს ახსნას. რეალურად ერთადერთი რაც გვითხრეს არის ამ გადაცემამ ამ ფორმატით თავის თავი ამოწურა. ძალიან არ მინდა გადაცემის შეჩერება დავუკავშირო იმ მუქარებს, რაც “ალტ ინფოს” პარტიის ლდიერებისგან მოდიოდა ერთი თვით ადრე ვიდრე გადაცემა შეჩერდებოდა, – ამბობს  იმედა დარსალია.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს. აღმოჩნდა, რომ გადაცემა ისე დაიხურა, რომ მაუწყებლის ბორდის წევრებისთვის ეს ფაქტი უცნობი იყო.

ტვ პირველი