სუს-მა გორში ბიტკოინების ქარხანა იპოვა

„ტვ ფორმულას“ ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო.

მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთნოდა, მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი კი – 6000 ლარს აღწევდა, რისი გადახდაც ბიუჯეტიდან ხდებოდა.

ფორმულას ინფორმაციით, გიორგი ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა და 2 წლის განმავლობაში იყენებდა. ქვათაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ, რადგან ქართული ოცნების კადრია.

სუს-მა მაინერები გორის კულტურის ცენტრიდან ამოიღო, მაინერები დალუქულია. კულტურის ცენტრის თანამშრომლები ფორმულასთან ამბობენ, რომ მაინერების და სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იციან.

სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლები გამოძიებას ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის და ბიტკოინების ქარხნის აღმოსაჩენად, სხვა აიპებშიც ატარებენ.