თელავში ზაზა ბიბილაშვილი დააკავეს

თელავში ზაზა ბიბილაშვილი დააკავესთელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე “ჭავჭავაძის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ზაზა ბიბილაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული თელავის სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიბილაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. კონკრეტულად რა გახდა ბიბილაშვილის დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.