თინა კანდელაკი რუსეთში ტელეარხის ТНТ-ის  დირექტორად დაინიშნა

თინა კანდელაკი რუსეთში ტელეარხის ТНТ-ის  დირექტორად დაინიშნატელეწამყვანი თინა კანდელაკი რუსეთში, ტელეარხის ТНТ-ის  დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ТНТ-ის წინა დირექტორი რომან პეტრენკო ჰოლდინგში დარჩება და მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

“ТНТ-ის წინაშე დგას ამბიციური ამოცანები როგორც ტელევიზიის, ასევე ციფრული გარემოს კუთხით. თინათინ კანდელაკს აქვს ყველა კომპეტენცია და გამოცდილება დასახული მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია “გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე ჟაროვის განცხადებაში.

გარდა ამისა, თინა კანდელაკი პასუხისმგებელია GPM Match სუბჰოლდინგის და Match საინფორმაციო სააგენტოს განვითარებაზე.

„უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ ТНТ-ის გუნდთან ერთად და ჩემთვის დიდი პატივი და პროფესიული გამოწვევაა არხის მართვა ქვეყნის გასართობი ტელევიზიის ერთ-ერთი შემქმნელის, რომან პეტრენკოსგან“, – ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, გუნდი გააგრძელებს “ქვეყნის მთავარი გასართობი ტელეარხის გამარჯვებას და გაძლიერებას ყველა შესაძლო გარემოში“.

თინა კანდელაკმა Match TV-ის გენერალური პროდიუსერის პოსტი დატოვა და გასული წლის 8 სექტემბერს გაზპრომის მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

პრაიმ ტაიმი