თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა – “ვლოცულობ უკრაინისთვის”

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა - "ვლოცულობ უკრაინისთვის"საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“ დატოვა.

თორნიკე შენგელია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

“ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები”, – წერს სპორტსმენი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში ესპანური ბასკონიადან გადავიდა.

აღნიშნულ საკალათბურთო გუნდში ქართველი ფორვარდი სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებდა.

ინფოიმერეთი