ცემა ტყეპა სუფრასთან – რა მოხდა გორის რაიონში

ცემა ტყეპა სუფრასთან - რა მოხდა გორის რაიონშიჩხუბი გორის რაიონში – ადგილობრივების თქმით, ზეღდულეთის მთვრალმა დეპუტატმა მოქალაქეებს ზონდერ ჯგუფები დაუპირისპირა. ნაცემია 10-მდე ადამიანი, მათგან რამდენიმე დაჭრილია.

ინფორმაციას შსს მალავდა. “მთავარმა” კი შემთხვევის ადგილი გადაიღო და დაშავებულების ოჯახის წევრები ჩაწერა.

შემთხვევა რიტუალების სახლთან მოხდა, რომელიც პოლიციასთან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს. 24 თებერვალს იქ ერთ-ერთი ადგილობრივი დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც “ქართული ოცნების” წევრი, კობა ბერიანიძეც იყო დაპატიჟებული. მას ერთ-ერთ ადგილობრივთან შელაპარაკება მოუხდა, რომელიც მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბერიანიძემ გორიდან ზონდერ ჯგუფები გამოიძახა, რომლებიც მის თანასოფლელებს გაუსწორდნენ. დაშავებულებს დაზიანებები “კასტეტებით” აქვთ მიყენებული.

“არასწორ ინფორმაციას რატომ აჟღერებ, რატომ იძახი ეგეთ რაღაცეებს. რაღაც ლაპარაკი მოუვიდათ ბიჭებს, რა პრობლემაა მერე, მე რა შუაში ვარ, პირიქით, მე ვუთხარი, არ იჩხუბოთ-მეთქი, სუფრაზე შელაპარაკება მოუხდათ”, – თქვა ბერიანიძემ
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაცემია იუბილარიც.

შსს-ს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩაუტარებია.

მთავარი