„ცრემლები არ დადოთ, მხოლოდ გულები“ – თამუნა გლურჯიძე

„ცრემლები არ დადოთ, მხოლოდ გულები“ - თამუნა გლურჯიძეანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ის დღეა, ანიტა რომ გამიფრინდა.
ბევრი ვიფიქრე, ეს უნდა მეთქვა, თუ არა.
მაინც ვამბობ.
მინდა ასე მაინც მოვეფერო.
და თქვენც მოეფეროთ, ვისაც სურვილი გაქვთ.
ერთადერთი დიდი თხოვნა მაქვს, ცრემლები არ დადოთ, მხოლოდ გულები

***

ვეღარ ვწერ ლექსებს შენზე, იქნებ აღარც ვწერ,ისევ მიყვარხარ, მენდე,ისევ მადარდებს შენი პაწია გული მთლად დაფლეთილი, სუფთა, უმანკო სული, ციცქნა, კეთილი.შენი სურნელი თან მსდევს, მაგრამ ვერ მათბობს, შენი კისკისი მავსებს, დრომ რომ გააქრო. ახლა დამშრალი ცრემლიც იქცა იარად,როდის ჩაგიკრავ, ველი, ჩემო ბრიალა.“

ანიტას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.