„უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მომიხსენია. ვთხოვ, შემხვდეს“ – ცერცვაძე გოგაშვილს  

თენგიზ ცერცვაძე სოსო გოგაშვილს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:

„ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით, ყოველგვარის მიზეზის, უფრო მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს”.