უმძიმესი ავარია ზესტაფონში – დაღუპულია 5 ადამიანი

უმძიმესი ავარია ზესტაფონში - დაღუპულია 5 ადამიანიუმძიმესი ავარია ზესტაფონში –  სოფელ სვირთან  მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილია ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრი.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.